ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის: "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
უახლესი მონაცემებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაზრდილია. უფრო დეტალურად, მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 6.88%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 57.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.83 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 0.7%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 6.31%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 3.53%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის კვირის ჭრილში 14.22%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 15.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 740.96 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 4.33%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart