მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა“ - USAID

644f75edcdf7f
თინათინ ნატმელაძე
01.05.23 20:30
618
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სპეციალისტმა, კონსტანტინე კობახიძემ „Forbes კვირას“ ეთერში განაცხადა, რომ USAID-ის მთავარი მიზანი საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

მისივე თქმით, ბაზრების დივერსიფიცირების საუკეთესო მაგალითად, შესაძლოა, თხილის სექტორი ჩაითვალოს.

„საქართველოში საექსპორტო მიმართულება წლებია უკვე ორიენტირებულია რუსეთის ბაზარზე, ყველას გვახსოვს, რომ ამას მოყვა ემბარგო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რაც საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა როგორც ქვეყანამ, ისე მწარმოებელმა გლეხმა.

ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი მიზანიც ეს იყო, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მომხდარიყო, რომ არ ვიყოთ ერთ ბაზარზე ჩამოკიდებული, განსაკუთრებით ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსეთია და არ დავდგეთ ისეთივე რისკის წინაშე, როგორის წინაშეც 2006 წელს აღმოვჩნდით.

ჩვენ კარგი მაგალით გვაქვს თხილის სექტორის, რომელიც იდეალურად დივერსიფიცირებულია, ევროკავშირის ბაზარზე რეალიზდება, თუმცა იქაც კი დივერსიფიცირებულია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ“, - განაცხადა კონსტანტინე კობახიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა უკვე მეხუთე წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ქართული პროდუქცია ისეთ ბაზრებზე შევიდა, რომელზეც აქამდე არასდროს ყოფილა.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით მოვახდინეთ ერთგვარი გარღვევა და ასევე, საქართველოში დაიწყო ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელზეც 10-15 წლის წინ საუბარიც არ იყო, მაგალითად ასეთია მოცვი“, - ამბობს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სპეციალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები