მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მთავარი მოთხოვნა "ქართული ოცნების" მთავრობის გადადგომა უნდა იყოს - ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი

ქართული ოცნება“ მშვიდობიანად“ ატრიალებს ქვეყანას რუსეთისკენ... რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება არასწორი მოთხოვნა იყო; თავიდანვე ამ მთავრობის გადადგომა უნდა მოგვეთხოვა“, - ასე ფიქრობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ქართული ოცნების“ მთავრობის გადადგომა უნდა იყოს“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში.

ვაჟა გაფრინდაშვილს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როდესაც გამოაცხადა, რომ შარშან ნოემბერში ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს დღის წესრიგიდან ხსნიდა.

რა დამართა და რატომ დამართა ქართულმა ოცნებამ“ ეს საქართველოს, რომ ვიცოდეთ, კარგი იქნებოდა... ამაზე ვეძებთ პასუხს. ერთ-ერთი მიზეზი თითქმის 300-დღიანი პროტესტისა, არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი - ახალგაზრდობა, ინტელიგენცია - აქტიურად თუ - არა, შინაგანად წინააღმდეგია იმ განცხადების, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა. თუ ლევან ხაბეიშვილის სატელევიზიო განცხადების გამო, გდდ-ის 4 თანამშრომელი აღშფოთდა და ამის გამო დააპატიმრეს, მე შემიძლია, ასიათასობით ქართველის აღშფოთება წერილობითი სახით მოვიტანო და მოდით, მაშინ ბატონ ირაკლი კობახიძესაც მოვთხოვოთ პასუხი მისი სიტყვებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, მქონდა სურვილი, მეჩივლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, რადგან მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას“ თავის საარჩევნო პროგრამაში ევროინტეგრაციაზე დაპირებები ჰქონდა და ამის ნაცვლად მშვიდობიანად“ ატრიალებენ ქვეყანას რუსეთისკენ, რის წინააღმდეგაც გამოდიან ადამიანები. შეიძლება დიდი ნაწილი აქტიურად არ გამოდის, მაგრამ ანტიოცნებისტურ მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს“, - ამბობს ექიმი.

ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც გზის გადაკეტვისთვისაა დაჯარიმებული. ექიმი 500 ლარითაა დაჯარიმებული; საქმე სასამართლოშია, მაგრამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ნუ წვალობენ და ნუ აცდენენ რესურსს... პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ 295 დღიდან 290 დღე მაინც, თუ თბილისში - არა, რეგიონში ვიყავი და იქ ვიდექი აქციაზე. ამდენად, შეუძლიათ ყველა დღეზე ჯარიმა გამოწერონ. არ ვაპირებ გადახდას. მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა ჩემი უფლებაა“, - აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები