მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი პრობლემა სტრუქტურული უმუშევრობაა“ - დავითაშვილი

63f3600e9d714
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 16:00
855
ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩვენი პრობლემა სტრუქტურული უმუშევრობაა. ეს შეფასება ლევან დავითაშვილმა უმუშევრობის კლების ტენდენციაზე საუბრისას გააკეთა.

ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ გასაგებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა, თუმცა ჩვენ დადებით ტენდენციას უნდა შევხედოთ, რომელის მიხედვით უმუშევრობა 22 წლის მინიმუმზე დავიდა.

„ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ მაჩვენებელსაც აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდეცია 2023 წელს უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, თუმცა როცა დასაქმებასა და უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ - სტრუქტურული უმუშევრობაა ჩვენი პრობლემა, თანხვედრაში არ არის ხოლმე სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა სამუშაო ძალაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამუშაო ძალის IV კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1% შეადგინა. ამ პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა 42.9 ათასი კაცით (5.1%) გაიზარდა და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით (4.5%), 420.4 ათასამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 42.3 ათასით (14.5%) შემცირდა და 249.5 ათასი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები