მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური გამოწვევა"

5e2996e1b52bb
BM.GE
23.01.20 16:50
1171
ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გამო აწყდებიან.

“ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები