მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს, გადაიქცეს გზაჯვარედინად - არარატ მირზოიანი

23

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, დაკავშირებული უნდა იყოს ერთმანეთთან და კავშირები სხვა რეგიონებთან გაამყაროს. მან ამის შესახებ თბილისში, "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ კონტექსტში სიახლე არ არის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ეს პროექტი საქართველოში წარმოადგინა. მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის თანხლებით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს, გადაიქცეს გზაჯვარედინად. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურების განბლოკვა, სომხეთის ტერიტორიაზე „ტრამპის გზა“, საერთაშორისო განვითარების პროგრამის, ტერიტორიული მთლიანობის და სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით, გვაძლევს წინსვლის ბევრ შესაძლებლობას და ამის შედეგად დამყარდება სიმშვიდე“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მისივე თქმით, ქართული რკინიგზის გამოყენებით ევროპა-ცენტრალური აზია დაუკავშირდება ერთმანეთს.

„სომხეთის ხედვა ასეთია, რომ მთელს მსოფლიოსთან გვქონდეს კავშირი. სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა ძალზე დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს. სტრატეგიული პარტნიორობით უნდა შევძლოთ ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება",- თქვა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები