მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი სახელით ყალბი შეთავაზება ვრცელდება - "ენერგო-პრო ჯორჯია"

63bd25155b5e7
მარიამ ვარადაშვილი
10.01.23 12:46
635
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიის სახელით ყალბი შეთავაზება ვრცელდება. კერძოდ, მათი სახელით სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმებზე ყალბი სარეკლამო განცხადება გავრცელდა.

კომპანიის განცხადებით, თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას.

"„ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე. ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურები მუშაობენ, რომ შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა”,-წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები