საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს.
X-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ საქართველოში.
"ჩვენი სოლიდარობა გერმანიის ელჩს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ საქართველოში",- აღნიშნულია EU-ის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Our solidarity with 🇩🇪 German Ambassador. As stated by HRVP spokesperson, the EU rejects and condemns the disinformation and baseless accusations regarding the EU and its Member States’ role and activities in Georgia. https://t.co/M11gcBgWnq
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) September 11, 2025
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდა, რომ ევროკავშირის და გერმანიის შესახებ შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება. საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიმართ საქართველოს ხელისუფლება აგრესიულ რიტორიკას იყენებს.
8 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი "ტიტუშკები" ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.




























