„ ჩვენი მიზანია, საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მარტვილში განაცხადა.
„ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება არის ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი.
ჩვენი მიზანია და ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.
მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, პროფესიულ სასწავლებლებს. მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების აღმშენებლობით არის დაკავებული.
ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეგიონის ინტერესზე”-განაცხადა ჩხენკელმა.