მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი სურვილია, რომ ყველამ, ვინც წელს ბინის ყიდვა ჩაიფიქრა, ეს შეძლოს" - "სფერას" საახალწლო შეთავაზება

სფერა

დეველოპერული კომპანია "სფერა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და ერთ დასრულებულ და ერთ მიმდინარე პროექტს აერთიანებს, მომავალ მობინადრეებს საახალწლო შეთავაზებას უმზადებს. როგორც ამის შესახებ "სფერას" მარკეტინგის მენეჯერმა, ეთუკა ცხაკაიამ "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, საბურთალოზე, ბესარიონ ჟღენტის N95-ში მიმდინარე პროექტში, გადახდის მოქნილი პირობები და ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

"რადგან ახალი წელი არის სურვილების ასრულების პერიოდი, ჩვენი სურვილია, რომ მობინადრეებმა, მომხმარებლებმა, ვისაც 2025 წელს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ "მოდი, მე ვიყიდი ბინას", შეძლოს, შეიძინოს ბინა ჩვენთან. შესაბამისად, საახალწლო აქცია მოიცავს საცხოვრებელი კომპლექსის ორივე ბლოკს და შეეხება გადახდის პირობებს.

დავიწყებ მეორე ბლოკით, რადგან მეორე ბლოკი არის მიმდინარე, ბინების არჩევანიც უფრო მრავალფეროვანია. წინასწარი შენატანი, სრული თანხის 10%, უცვლელი რჩება, თუმცა საახალწლო აქცია შეეხება შიდა განვადებას. თანხა დავიყვანეთ მინიმალურამდე, არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს ჩვენმა მობინადრემ, და შემდგომ დარჩენილ თანხას უკვე გადაიხდის მშენებლობის დასრულებისას.

რაც შეეხება პირველ ბლოკს, აქ ცოტათი შეზღუდულად არის საქმე, რადგან მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინების 95% უკვე გაყიდულია. შესაბამისად, კვადრატულობების არჩევანი არ გვაქვს. ამიტომ, 121 მ² ბინაზე გავაკეთეთ აქცია და საწყის ღირებულებას 10% აკლდება. გამოდის საკმაოდ დიდი თანხა და ამიტომ გირჩევთ, რომ იჩქაროთ, რადგან აქცია მოქმედებს 31 დეკემბრის ჩათვლით, და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბინა", - განაცხადა ეთუკა ცხაკაიამ.

"სფერას" მარკეტინგის მენეჯერმა BMG-ის ეთერში დეტალურად ისაუბრა პროექტზე, სადაც დეველოპერულმა კომპანიამ მომხმარებელს საახალწლო შეთავაზება მოუმზადა. მისი ცნობით, საცხოვრებელი კომპლექსი ორ კორპუსს აერთიანებს. პირველი, 20-სართულიანი (საიდანაც 3 - მიწისზედა პარკინგია) შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მეორე, 19-სართულიანი (1 - მიწისზედა პარკინგი) ბლოკის შემთხვევაში კი დასრულებულია კარკასი.

"პროექტი მიმდინარეობს ნუცუბიძის მეორე პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის N95-ში. ეს არის მშვიდი, წყნარი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც დღის განმავლობაში არანაირი ქუჩის ხმაური არ შემოდის და ჩათვალეთ, რომ ცხოვრობთ თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, თუმცა ამავდროულად ქალაქგარეთ. გარშემო არის ყველანაირი ობიექტი ყოველდღიური საჭიროებისთვის. იქნება ეს აფთიაქი, მარკეტი, სკოლა, ბაღი, სამედიცინო ცენტრი... ლისის ტბა არის 10-15 წუთის სავალზე მანქანით, საცობებიც რომ გავითვალისწინოთ. შესაბამისად, ადამიანებს ვახვედრებთ სრულყოფილ გარემოს ადგილზე, რომ გადმოვიდნენ ჩვენთან და იცხოვრონ.

მეორე ბლოკის კარკასი დასრულებულია, ამჟამად შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სრულად მოიცავს 4000 კვადრატულ მეტრამდე იზოლირებულ ეზოს, სადაც ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი კუთხეები, გამწვანება და რაც მთავარია, ავტოფარეხი მოეწყობა", - აღნიშნა ეთუკა ცხაკაიამ "საქმიანი დილას" ეთერში.

მისივე თქმით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკომეგობრულობაა და სწორედ "სფერა" იყო პირველი საქართველოში, ვინც საცხოვრებელი კორპუსების სახურავზე მზის ელექტროპანელების სისტემები დანერგა. როგორც ბაგებში, ასევე მიმდინარე პროექტში, ორივე კორპუსის სახურავზე დამონტაჟებულია 18 კვტ სიმძლავრის მზის პანელები, რომლებიც მაქსიმალურად ზოგავს საერთო სარგებლობის სივრცეების ელექტროენერგიის ხარჯს.

"სფერას" ბინები "მწვანე კარკასის" კონდიციით ბარდება, რაც მოიცავს: მოჭიმულ იატაკს, გაჯით გალესილ კედლებს, ალუმინის კარ-ფანჯარას, რკინის კარს, ბინაშივე შეყვანილ კომუნიკაციებს.

გარდა ამისა, კომპლექსის სამხრეთის მხარეს იშლება თბილისის პანორამული ხედი, რომელსაც, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, არასდროს არაფერი ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები