მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი სურვილია ურთიერთობის დალაგება დასავლეთთან, ვინაიდან სტაბილურობა იქიდან მოდის - ბიზნესმენი

ირაკლი ახალაძე

ჩვენი სურვილია ურთიერთობის დალაგება და უფრო მეტი კონცენტრაცია დასავლეთთან, ვინაიდან სტაბილურობა იქიდან მოდის, ამიტომაც მინდა, რომ ამ ნაწილს მეტი ყურადღება მიექცეს, - ამის შესახებ "ჰაბმშენის" დამფუძნებელმა, ირაკლი ახალაძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ის, რასაც ბიზნესი ითხოვს, არის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.

“ზოგჯერ არის ხოლმე რომ გადასახადები ძალიან ურტყამს ბიზნესს. გინდა, რომ ყველაფერი სწორად და ზუსტად აკეთო და დაემორჩილო ყველაფერს, მაგრამ ზოგჯერ ვითარება რთულდება ბიზნესის ტურბულენტობიდან გამომდინარე. მით უმეტეს ჩვენი ბიზნესი არის სამშენებლო ბიზნესი, რომელსაც ახასიათებს სეზონურობა, ამიტომ ზამთარში არის უფრო ჩავარდნილი სეზონი. მესმის, რომ შესაძლებელია ამ პერიოდში შიდა სამუშაოებზე გადასვლა, მაგრამ ჩვენი აქცენტი მაინც უფრო სახლების ნულიდან აშენებაზეა, ამიტომაც ბიზნესზე სეზონურობა მოქმედებს”, - აღნიშნა მან.

ველოდებით, რომ ახალი პარლამენტი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობებს შექმნის - მალხაზ კუნელაური

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები