საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ჩვენი უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა". ამის შესახებ პრეზიდენტმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ, ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, რათა ბოლომდე გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.