მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ვარაუდით, ქუჩაში დგანან ისინი, ვინც ნამდვილად არ უნდა ემსახურებოდეს კეთილშობილურ საქმეს - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ქუჩაში დგანან ისინი, ვინც ნამდვილად არ უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ვარაუდით, კეთილშობილურ საქმეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის" ეთერში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე გამოსული მოქალაქეების მისამართით განაცხადა.

„ვიღებთ ამ [გამჭვირვალობის შესახებ] ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ უბრალოდ იცოდეს, საიდან და რა მიზნით შემოდის და ვინ იყენებს ამ თანხებს. ფუჭია იმ ძალიან კეთილშობილი ადამიანების განცდა, ჩვენი ქვეყნის მამულიშვილების, შვილების, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ და ნამდვილად კარგ საქმეს ემსახურებიან. ნერვიულობენ და ქუჩაში დგანან ისინი, ვინც ნამდვილად არ უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ვარაუდით, კეთილშობილურ საქმეს, როგორც ეს იყო ISFED-ის და მისი ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომელსაც მაინცდამაინც არც კი შერცხვა, რომ ქვეყანას აზიანებდა უცხოური ფულით. ასეთი ადამიანების შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ჩვენს კანონში არის მხოლოდ ჯარიმა. ეს არის ადმინისტრაციული სანქცია, არავითარი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის, მათ შორის არც ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამითაც განსხვავდება ის რუსული კანონისგან. ბევრად უფრო მკაცრ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ, რომ თავად იღებენ უფრო მკაცრ და კიდევ რუსულ კანონს. ჩვენი კანონი არის ძალიან მარტივი როგორც წასაკითხად, ასევე იმპლემენტაციის კუთხით მარტივი კანონი იქნება.

დეკლარაციას შეავსებს არა ინდივიდი, ფიზიკური პირი, არამედ ორგანიზაცია და თქვენ გეცოდინებათ, რომელია ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან. გეცოდინებათ, რომელია ეს უცხოეთი - რუსეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ სხვა. ასევე გეცოდინებათ, რა პროექტებს ხმარდება ეს თანხები - ხმარდება იმას, რომ პარლამენტის წინ გაიმართოს აქცია, დაამხონ ხელისუფლება და ქვეყანაში შემოვიდეს დესტაბილიზაცია თუ ემსახურება მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლას. ეს მეორე კეთილშობილური ქართული საქმეა, ხოლო პირველი არის მავნებლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები