მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენმა თაობამ მე-9 ბლოკი იცოდა, ამ თაობას იმერეთი-500 ეცოდინება" - რა არის საჭირო სისტემური გათიშვების აღმოსაფხვრელად?

თორნიკე დარჯანია

„ჩვენმა თაობამ მე-9 ბლოკი იცოდა, ალბათ ამ თაობას იმერეთი-500 ეცოდინება“ - ეს განცხადება მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე დარჯანიამ „ანალიტიკაში“ 24-25 ივლისს საქართველოში ელექტრომომარაგების მასშტაბურ წყვეტაზე საუბრისას გააკეთა. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენელმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდებისთვის გამართული ინფრასტრუქტურაა საჭირო. ეს კი დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს, რომელიც შემდგომ დენის ტარიფის ზრდაში აისახება.

„ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ გადამცემ ხაზებს - იქნება ეს ევროპასთან დამაკავშირებელი, თურქეთთან თუ ა.შ. ადგილზე გამართული ინფრასტრუქტურა უნდა დავახვედროთ. ეს Black Out-ები და ელექტროენერგიის გათიშვები იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ სისტემა რიგ შემთხვევაში იმ დატვირთვას ვერ უძლებს, რა დატვირთვაც თბილისში გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ გენერაციის ძირითადი წყაროები დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კი დიდი მოხმარებაა. მთელი ქვეყანა იმ გადამცემ ხაზზეა ჩამოკიდებული... როგორც ჩვენმა თაობამ წინა წლებში მე-9 ბლოკი იცოდა, ალბათ ამ თაობას "იმერეთი-500" ეცოდინება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ხაზების გაძლიერება და შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ კუთხით ნაბიჯები გადაიდგა და ქსელში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ჩასაინვესტირებელი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს ელექტროენერგიის ტარიფზე მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ გავექცევით. ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი გზები, მომარაგება და ა.შ. ყველაფერში ინვესტიციაა საჭირო, რასაც საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქე ვიხდით“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

ცნობისთვის, 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ქვეყანაში დენის გათიშვის გამო, სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დააანონსა სემეკმაც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას კი, ჯერჯერობით, ავარიის კერაც არ დაუსახელებია. ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები