მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს, კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის.

„ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, საქართველო-ესპანეთის შეხვედრა თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები