მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენს მეზობლებს, რომლებიც აშშ-ს დაეხმარებიან, მოუწევთ ნავთობის წარმოებასთან გამომშვიდობება" - ირანელი მაღალჩინოსანი

სეიდ მაჯიდ მუსავი

ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" აეროკოსმოსური ძალების სარდალი, სეიდ მაჯიდ მუსავი სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებს ნავთობის მოპოვების ინდუსტრიის სრული განადგურებით დაემუქრა.

გენერლის განცხადებით, თუ რეგიონის სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიას ან ინფრასტრუქტურას ირანზე თავდასხმისთვის აშშ-ს ან ისრაელს დაუთმობენ, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოება დასრულდება. როგორც ირკვევა, თეირანმა "სამიზნეების სია" მნიშვნელოვნად გააფართოვა.

ახალი გეგმის მიხედვით, აღარ იქნება აღარცერთი სამხედრო თუ ენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც ირანი მიზანში არ ამოიღებს.

როგორც ირკვევა, ეს თეირანის იმ მრავალწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ჰქვია "თუ ჩვენ გავნადგურდებით, ჩვენთან ერთად განადგურდება მთელი რეგიონი".

ირანული სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანის მუქარა უშუალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ქუვეითს, კატარსა და ბაჰრეინს შეეხება. მედია უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით განმარტავს, რომ გაფრთხილების მიზეზი მეზობლების მხრიდან შტატებისთვის ტერიტორიის აქამდე დათმობის არაერთი ფაქტი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები