მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს პასკაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება“ – QooQy Bakery

პასკა

„იმის მიუხედავად, რომ ბაზარი პასკის ნაირსახეობებითაა გაჯერებული, სააღდგომოდ ჩვენს პასკაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება," - ამის შესახებ BM.GE-ს “ქუქი ბეიქერის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ნია ნინუამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მართალია სააღდგომო პერიოდი დასრულდა, თუმცა პასკაზე მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.

„პასკებზე მოთხოვნა კვლავ არის, ამასთან წინა პერიოდებში წინასწარი შეკვეთებიც გვქონდა და ჩვენს კორპორატიულ მომხმარებლებსაც ვაწვდით პასკებს. წლიდან წლამდე ჩვენი გაყიდვები იზრდება. ვოპერირებთ 3 წელია და ვცდილობთ, რომ უკეთ შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნები და სურვილები. ვფიქრობთ, რომ წელს ზუსტად ისეთი პასკა მივიღეთ, როგორიც ქართულ მომხმარებლებს უყვარს.

შარშანდელ ფასებთან შედარებით, ჩვენი პასკის ღირებულება დაახლოებით 4 ლარით შემცირდა. ჩვენ ტრადიციული პასკა გვაქვს, ქიშმიშით, რომლის ღირებულებაც 29 ლარს და 90 თეთრს შეადგენს. პასკა ბუნებრივი საფუარისგან მზადდება და ემულგატორებსა და ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს. ამასთან, ჩვენი პროდუქცია უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც“,- აცხადებს ნინუა.

მისივე ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი სხვადასხვა მწარმოებლებითა თუ მიმწოდებლითაა გაჯერებული, კომპანიისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ხალხს ხარისხიანი პასკის გარჩევა ურთულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები