მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენს პროდუქტზე საზღვარგარეთ უფრო მაღალი მოთხოვნაა“ - Georgian Greens

644fad73e8038
ნანუკა ნარიმანიძე
02.05.23 10:00
849
თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის საწარმო - Georgian Greens-ის პროდუქტმა ექსპორტზე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია - ამის შესახებ საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროდუქცია თვეზე მეტია ჩავუშვით გაყიდვაში, იმის მიუხედავად, რომ არსებულ ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება, ჩვენს პროდუქტზე დაინტერესება ექსპორტზე უფრო დიდია, სატესტო ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს კატარში, დუბაიში, ისრაელსა და ჩეხეთში, დაინტერესება ძალიან მაღალია, თვის ბოლოს იგეგმება კატარში პირველი ექსპორტის განხორციელება“ - განმარტა დამფუძნებელმა.

საწარმოს გეგმებშია ამერიკის ბაზარზე გასვლაც.

„ვმუშაობთ FDA სერტიფიკატის აღებაზე, რომ ამერიკის ბაზარზე გავიდეთ უახლოეს მომავალში“ - დასძინა მან.

დამფუძნებლის თქმით, საწარმო სატესტო რეჟიმშია და წარმადობა დიდი არ არის, მაგრამ იგეგმება მისი გაზრდა.

„დღეში დაახლოებით 1000 ქილამდე ვაწარმოებთ, საქართველოს ბაზრის ათვისების პროცესში ვართ, მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება და სამომავლო გეგმებშია წარმოების გაზრდა, წარმადობიდან გამომდინარე გავზრდით დასაქმებულთა რიცხვსაც“, - აღნიშნა ეკატერინე ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, „Georgian Greens” შვიდ ადამიანს ასაქმებს და ის დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, მისაქციელში წარმოებული დამუშავებული ინგრედიენტების საექსპორტო საფასური 1.5 - 5 დოლარამდეა განსაზღვრული, ხოლო ადგილობრივი 5-8 ლარი. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს სუპერმარკეტ „ევროპროდუქტში“, „წერტში“, “Wolt მარკეტსა“ და სხვა რამდენიმე სუპერმარკეტში შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები