მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთან ფასები თბილისის რესტორნების იდენტურია - Gudauri inn

გუდაური ინნ

სასტუმროა Gudauri Inn-ი 2024 წლის აქტიურ ტურისტულ სეზონზე 70%-იანი დატვირთვის მუშაობს.

"Inn hospitality"-ს კომერციული დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ სტუმრები როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე eu, გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან ჰყავთ.

"2024 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურის სასტუმროს შემთხვევაში საკმაოდ დიდია დატვირთულობა, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ 2019 წლის მაჩვენებლებისგან. იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებლებიც გვექნება 2024 წელს. ყველაზე დატვირთულ, საახალწლო პერიოდში 70%-ით დატვირთულობი უნდა ვყოფილიყავით ჯავშნების მიხედვით, მაგრამ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, ფიზიკურად ვერ მოხერხდა დამსვენებლების თბილისიდან გუდაურში აყვანა.

რაც შეეხება გეოგრაფიას, სტუმრები გვყავს როგორც ევროპის ქვეყნებიდან და სპარსეთიs ყურიდან, ასევე, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღდგა ისრაელის ჯავშნებიც. ნელ-ნელა დაიწყო ტურისტების ჩამოსვლა ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებიდან. ცხადია, დამსვენებლების დიდი ნაწილი გვყავს ადგილობრივი ბაზრიდან.

გვაქვს მოლოდინი, რომ დატვირთულობა თებერვლის თვეშიც ამ ტემპით გაგრძელდება", - განაცხადა ნინო ნინო გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, გუდაური ინნ-ში ფასები თბილისის რესტორნებისგან არ განსხვავდება.

"რაც შეეხება ფასებს, გასაგებია, რომ ყველა ობიექტის ფასწარმოქმნისას მთავარი მდგენელი თვითღირებულებაა. ამასთან, ჩვენ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ფონს, ჩვენი სტუმრების მსყიდველუნარიანობას და ასე ვაჯერებთ ფასს ტურისტულ სააგენტოებთანაც. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სასტუმროს რესტორანში, თბილისის რესტორნებისგან ფასი არ განსხვავდება. განთავსების ფასი კი, სტანდარტულ 2-ადგილიან ნომერში 210 ლარია, რაც ვფიქრობ ამ კლასის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ღირებულებისთვის აბსოლუტურად რელევანტურია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები