მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CIA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯონ ბრენანი დონალდ ტრამპის გადაყენებას ითხოვს

ჯონ ბრენანი

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, იგივე CIA-ს ყოფილი დირექტორი ჯონ ბრენანი დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

MS Now-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორება სწორედ ისეთი ქმედებებისთვის ითვალისწინებს ქვეყნის ლიდერის იმპიჩმენტს, როგორსაც პრეზიდენტი დგამს. “25-ე შესწორება სწორედ მისთვის დაიწერა” - განაცხადა ბრენანმა.

CIA-ს ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, ტრამპის ბოლოდროინდელი მუქარა ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ მიუღებელია. მისი თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი სრულად "შეშლილია". ბრენანი შიშობს, რომ ტრამპი, როგორც ბირთვული არსენალის მქონე მთავარსარდალი გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდ საფრთხეს ქმნის.

ცნობისთვის, აშშ-ში პრეზიდენტის შესაძლო გადაყენების შესახებ დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მკვეთრად რადიკალური რიტორიკის შემცველი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

7 აპრილს მან დაწერა, რომ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ირანული ცივილიზაცია სრულად განადგურდებოდა. ბრენანის აზრით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა აქვს.

NBC News-ის ინფორმაციით, 25-ე შესწორების ამოქმედებას კონგრესში 70-ზე მეტი დემოკრატი ითხოვს, თუმცა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და სამთავრობო კაბინეტის ტრამპისადმი სრული ლოიალობის გათვალისწინებით, ამ პროცედურის წარმატებით დასრულების შანსი მინიმალურია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯონ ბრენანის წინააღმდეგ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეს იძიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები