მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული მიმართულებით ბანკს 50%-იანი ზრდა აქვს - გიორგი შაგიძე MAIB-ის ტრანსფორმაციაზე

63cc2e3179205
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.23 22:23
1378
გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში მოლდოვის უმსხვილესი კომერციული ბანკის, MAIB-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ ისაუბრა. გიორგი შაგიძის განმარტებით, MAIB-ი ამჟამად სტრუქტურულ და ციფრულ ტრანსფორმაციას გადის, რასაც უკვე ხელშესახები შედეგები აქვს.

Forbes Talks-ის ეთერში გიორგი შაგიძემ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ბანკის 60-მდე თანამშრომელი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსებს გადის.

“ჩვენ MAIB ბანკში ვაკეთებთ დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც IPO-ს გარეშეც ძალიან მნიშვნელოვანია ბანკისთვის თავის სტრატეგიული და ფინანსური პოზიციის გასაუმჯობესებლად. საცალო ბანკინგში გავაგრძელეთ საბაზრო წილის ზრდა, დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაში წილი გავზარდეთ დაახლოებით 4 პროცენტული პუნქტით. რაც შეეხება კაპიტალზე უკუგებას, მესამე კვარტალში ის იყო 21%, ხოლო მეოთხე კვარტალი ჯერ არ გამოგვიქვეყნებია და ისიც მსგავსი იყო. ეს ყველაფერი მოხდა პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება. ვცვლით ჩვენი ფილიალების მოდელს, ასევე დიზაინს და სადღაც ჩვენი ფილიალების ნახევარი უკვე გამოცვლილია ამ მხრივ.

ამას გარდა, დიდი ცვლილებები გვაქვს კორპორატიულ სტრუქტურასა და კულტურაში, ბევრ რამეს ვნერგავთ როგორც ეჯაილ სტრუქტურას, ასევე, ამჟამად დაახლოებით ჩვენი 60 თანამშრომელი გადის სტენფორდის კურსებს. ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ კულტურა და ძველი უფრო იერარქიული სტრუქტურიდან გადავიდეთ უფრო თანამედროვე და ციფრულ სისტემაზე. ციფრული მიმართულებით გადავდით ბევრი ნაბიჯი, Apple Pay, My Wallet-ი და ორი თვის წინ გავუშვით სრულად ციფრული ბარათი.

ციფრული მიმართულებით დაახლოებით 50%-იანი ზრდა გვაქვს,”- განაცხადა გიორგი შაგიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები