მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

Cisco

მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში Cisco-ს შემოსავალი წლიურად 24%-ით, $18.5 მილიარდამდე გაიზარდა და LSEG-ის ანალიტიკოსების $18.1-მილიარდიან პროგნოზს გადააჭარბა.

კომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული $2.9 მილიარდიდან $4.6 მილიარდამდე გაიზარდა. კორექტირებულმა მოგებამ კი ერთ აქციაზე $1.40 შეადგინა, რითაც უოლ-სტრიტის $1.33-იან მოლოდინს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს Cisco ჰაიპერსკეილერებისგან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მიმართულებით $9 მილიარდის შემოსავალს ელოდება. ეს მაჩვენებელი კი 2026 ფისკალური წლის შედეგზე ორჯერ მეტია.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჩაკ რობინსის განცხადებით, ორგანიზაციები Cisco-ს სანდო ტექნოლოგიებსა და გამოცდილებას ირჩევენ, რათა საკუთარი სისტემები აგენტური ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის გააფართოონ, დაიცვან და ოპტიმალური გახადონ.

რაც შეეხება მეორე ფისკალური კვარტალის პროგნოზს, Cisco $18 მილიარდიდან $18.2 მილიარდამდე შემოსავალს ელოდება, რაც LSEG-ის ანალიტიკოსების $17.88-მილიარდიან საშუალო შეფასებას აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ხუთშაბათის დამატებით სავაჭრო სესიაზე Cisco-ს აქციების ფასი გაიზარდა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 35%-ით გაიზარდა, რითაც Nasdaq-ის ინდექსის 9%-იან ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები