მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-მა Nscale-თან ერთად ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაზე უარი თქვა

Microsoft Nscale

Microsoft-მა ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Nscale-თან ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოების ოფციონი არ გამოიყენა და გამოთვლითი სიმძლავრეების დამატებით იჯარაზე უარი თქვა.

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგების შესაძლო გაფართოება ბრიტანული კომპანიისთვის ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალს ითვალისწინებდა.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, Nscale-ის მიერ IPO-ზე განაცხადის შეტანამდე მიიღო, მხარეებს შორის უკვე მოქმედი კონტრაქტი კი სრულად ძალაში რჩება. შესაბამისად, შტატებში ჩატარებულ არჩევნებს და ტეხასში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას Microsoft-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონია.

ინფორმაციისთვის, საფონდო ბირჟაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე Nscale-მა Microsoft-თან 2033 წლის დეკემბრამდე გათვლილი, $43.8 მილიარდამდე ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ Microsoft-მა Nscale-ის კიდევ ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივაზე უარი თქვა. კერძოდ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ბრიტანეთის ესექსის საგრაფოში დაგეგმილი მონაცემთა ცენტრის პროექტი ელექტროქსელთან მიერთების შეფერხებისა და ვადების 2030-იან წლებამდე გადაწევის გამო დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები