11-14 აპრილს "ექსპო ჯორჯია" მშენებლობისა და ინტერიერის რიგით 24-ე საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 4 დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქციასა და სერვისებს 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანია წარმოადგენს.
გამოფენაში მონაწილეებს შორის სამშენებლო მასალების, ისე ტექნიკის იმპორტიორი კომპანია "ციტადელიც" არის, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა. რას შესთავაზებენ პოტენციურ და უკვე არსებულ კლიენტებს გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები?
სტუმრები: ირაკლი შეყილაძე - "ციტადელი", ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი;
თათა ნავროზაშვილი - "ციტადელი", მარკეტინგის მენეჯერი


































