მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცივი ყუთები, მაცივრები, ავტომობილი - ჯანმომ საქართველოს საჭირო ტექნიკა გადასცა

60e6a97d44714
ინგა მურუსიძე
08.07.21 12:01
833
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ვაქცინაციის პროცესში საჭირო ცივი ჯაჭვის სისტემის აქსესუარები და საინფორმაციო სისტემის გასაუმჯობესებლად მოწყობილობები გადასცა.

დღეს ტექნიკის გადაცემის ოფიციალური ცერემონია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაცემულ ტექნიკას შორის არის 70-ზე მეტი ლეპტოპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი და ყინულის სამედიცინო მაცივრები, ასევე მაცივრებისთვის განკუთვნილი თერმომეტრები და ავტომობილი.

თამარ გაბუნიამ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას და ჯანმოს წარმომადგენლობას ვაქცინაციის პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები