ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და სწრაფი მასშტაბირება მთავარი სტრატეგიული ამოცანაა. ამ პროცესის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია პლატფორმა clubnparty, რომელიც ღამის ცხოვრების, კლუბებისა და ივენთების ერთიან ციფრულ ეკოსისტემას ქმნის. პლატფორმის ზრდის დინამიკა შთამბეჭდავია: თუ მარტში clubnparty-ს დაახლოებით 2 700 აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ნოემბერში ამ რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა, რაც 8 თვეში თითქმის 150-ჯერ გაზრდილ მაჩვენებელს ნიშნავს. დღეს აპლიკაცია უკვე 37 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ახლა კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ხელოვნური ინტელექტის პერსონალური ასისტენტის ინტეგრაციასა და მონეტიზაციის ახალი მოდელების ამოქმედებას გულისხმობს. როგორ იქმნება გლობალური პროდუქტი საქართველოდან და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პლატფორმა ბიზნესს?
სტუმარი: მარიამ გოშხეთელიანი - პლატფორმა clubnparty, ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























