ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციის (TSA) განცხადებით, ბოლო ხუთ დღეში საერთაშორისო მგზავრების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საერთაშორისო მგზავრების რაოდენობამ, რომლებმაც თვითმფრინავით ისარგებლეს, 6.4 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც პანდემიის პერიოდის ტურიზმში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„მსგავსი მაჩვენებლები გასული წლის 15 მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა“, - განაცხადა TSA-მ.
ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაცია ასევე აღნიშნავს, რომ საშობაო პერიოდშიც კი არ ყოფილა ასეთი მაღალი მაჩვენებლები, მაშინ თვითმფინავით 5.6 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
გამოცემა წერს, რომ ავიაკომპანიები მიმდინარე წელს იმედიანად უყურებენ მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს ისევ მოუწევთ ნიღბების გამოყენება და სხვა რეგულაციების დაცვა.