მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: პანდემიის პერიოდში მოთხოვნა გაყინულ პროდუქტებზე 40.2%-ით გაიზარდა

5ed0ce4937531
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.20 13:03
993
კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყინული პროდუქციის მოხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მოსახლეობამ 11 თვის განავლობაში 15.5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა გაყინული პროდუქტების შესაძენად და მაისის თვეში, 40.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც Nielsen-ი აღნიშნავს, პანდემიამდელ პერიოდში მოსახლეობა ნაკლებად იყენებდა გაყინულ საკვებს და მეტწილად ჯანსაღ კვებას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით, იმდენად არის გაზრდილი მოთხოვა აღნიშნულ პროდუქტზე, რომ პანდემიის გავლის შემდეგაც შესაძლებელია შენარჩუნდეს მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და მოთხოვნა გაყინულ პროდუქტებზე.

გაყიდვების ზრდაზე აცხადებენ გაყინული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებიც. მაგალითად, კომპანია Conagra აღნიშნავს, რომ მარტის შემდეგ მათ პროდუქტებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა.

ასევე გაყიდვები გაეზარდა შემდეგ გაყინული პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს: PF Chang's +113%, Gardein +62%; Bertolli +34%;Banquet +23%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები