მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: საერთაშორისო კომპანიების ნახევარი ჰონგ-კონგს ტოვებს

6241a015c49c6
მარიამ ადამია
28.03.22 23:50
7114

უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების წინ ოპერირება ჰონგ-კონგში, ანუ ისტორიულად სტაბილურ და ემიგრანტებისთვის მეგობრულ, ფინანსური ცენტრში დაიწყეს და სარგებელსაც იღებდნენ, ბოლო პერიოდში, მას ტოვებენ. ამის მიზეზად კი პეკინის მთავრობის მიერ კონტროლის გამკაცრება სახელდება.

ახალი ანგარიშის თანახმად, ჰონგ-კონგში არსებული ევროპული ბიზნესის თითქმის ნახევარი ბაზრის დატოვებას განიხილავს. სტატისტიკირად კომპანიების 25%, ჰონგ კონგს მომდევნო 12 თვეში დატოვებს, ხოლო 24% მუშაობის ნაწილობრივ მაინც გაგრძელებას გეგმავს. თუმცა გამოკითხულთა 17% გასვლას საერთოდ არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

“ქალაქის "ნულოვანმა Covid" სტრატეგიამ, ბიზნესი და მოსახლეობა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა”, - ნათქვამია ევროპის სავაჭრო პალატის მოხსენებაში. მათივე ინფორმაციით, ჰონგ-კონგის მთავარი უპირატესობა - მისი გლობალური კავშირი და ჩინეთთან სიახლოვე იყო, რომელიც მიმდინარე პერიოდში სრულად ჩამოშლილია.

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ კონგის ოფიციალურმა პირებმა, ახლახან გააუქმეს ფრენების აკრძალვები და ქალაქის საკარანტინო მოთხოვნები შვიდ დღემდე შეამცირეს, მაინც მოსახლეობისა და ექსპატების უკმაყოფილების მაჩვენებლები იზრდება.

გამოქვეყნდა გამოკითხვის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ემიგრანტებისა და ბიზნესების ნახევარი ქალაქს, კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, დატოვებს, ხოლო მეორე ნაწილი მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ჰონგ-კონგზე უარს ამბობს.

გარდა ამისა, ამერიკის სავაჭრო პალატის ანგარიშის თანახმად, ჰონგ-კონგში მყოფი ამერიკული ფირმების 80%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მათზე გავლენა ეროვნული უსაფრთხოების კანონმა მოახდინა, რის გამოც ისინი ყოველდღიურად თანამშრომლებს კარგავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები