მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოში

6442ebbf47969
ლიკა მეგუთნიშვილი
22.04.23 00:00
1997
ცნობილი ადამიანების უმეტესობა ცხოვრების ექსტრავაგანტურ წესს იზიარებს. ისინი არც ფინანსურ რესურს ზოგავენ იმისთვის, რომ ისეთ ფუფუნებაში იცხოვრონ, სადაც მათი კომფორტისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი. მსოფლიოს ვარსკვლავები ძვირადღირებული სახლების შესაძენად მილიონობით დოლარს ხარჯავენ.

Hellomagazine-ი ცნობილი ადამიანის საკუთრებაში არსებულ ყველაზე ძვირადღირებული სახლების რეიტინგს გვაცნობს.

რეიტინგში პირველ ადგილს ბილ გეიტსის მეგა-სასახლე "Xanadu 2.0" იკავებს, რომელიც 125 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ვაშინგტონში მდებარე გეიტსის საცხოვრებელი 20 000 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს და 7 საძინებლის, 6 სამზარეულოსა და 24 სველი წერტილისგან შედგება. სახლი ისეთი მაღალტექნოლოგიური სისტემებითაა აღჭურვილი, როგორიცაა: გეოთერმული გათბობა, სათვალთვალო და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სისტემები. გარდა ამისა, სასახლეს აქვს ორთქლის ოთახი, საუნა და სპორტული დარბაზი, რომელიც 7 600 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ბილ გეიტსის მეგა სასახლე ფუფუნებისა და ბრწყინვალების თვალსაჩინო ნიმუშია.

მეორე ყველაზე ძვირადღირებული სახლის მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნია. კომოს ტბის სანაპიროზე კლუნი მე-18 საუკუნის იტალიურ ვილას ფლობს, რომელიც მან 2002 წელს 7 მილიონ დოლარად იყიდა, ხოლო 2023 წლის მონაცემებით, ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ვილა 25 ოთახისგან, ბაღებისგან, ჩოგბურთის კორტებისგან, ღია აუზისგან, სპორტული დარბაზის, კერძო თეატრისა და უზარმაზარი ავტოფარეხისგან შედგება, სადაც კლუნის მოტოციკლების კოლექციაა განთავსებული.

ჯორჯ კლუნის მსგავსად, 100 მილიონი დოლარის ღირებულების Skywalker რანჩოს ფლობს, ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ვარსკვლავური ომების ავტორი - ჯორჯ ლუკასი. ლუკასი ძვირადღირებულ საკუთრებას 1978 წლიდან ფლობს და მას შემდეგ 4 700 ჰექტარზე მდებარე ქონებას რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარა. რეჟისორის რანჩო რესტორანს, სპორტულ დარბაზს, საცურაო აუზს, ცხოველების ფერმას, ხელოვნურ ტბას, ვენახსა და 300-ადგილიან კინო-თეატრს აერთიანებს.

მეოთხე ყველაზე მდებარე ძვირადღირებული სახლი ვარსკვლავურ წყვილს, ჯეიზისა და ბიონსეს ეკუთვნით, რომელიც ლოს-ანჯელესში, ბელ ეარში მდებარეობს. წყვილმა სახლი 2017 წელს, 88 მილიონ დოლარად შეიძინა. 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სასახლე 8 საძინებელს, 11 სააბაზანოს, რამდენიმე საცურაო აუზს, სპას, კალათბურთის მოედანსა და 15 ავტოფარეხს აერთიანებს.

შემდეგი სახლი, ამერიკელ მილიარდერ მსახიობს კიმ კარდაშიანს ეკუთვნის. რეპერ კანიე ვესტთან განქორწინების შემდეგ კიმი უძრავ ქონებას სულ უფრო აქტიურად ყიდულობს. გასულ წელს მან მალიბუს სანაპიროზე ულტრამდიდრული სახლი 70,4 მილიონ დოლარად შეიძინა. ამ დროის მონაცემებით, ეს მალიბუში უძრავი ქონების ყველაზე ძვირი შესყიდვაა.

მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული ვარსკვლავური სახლი ანჯელინა ჯოლის ეკუთვნის. ჯოლიმ და მისმა ყოფილმა ქმარმა ბრედ პიტმა მდიდრული ვილა კორენსში, საფრანგეთში 2012 წელს დაახლოებით 60 მილიონ დოლარად იყიდეს. მე-17 საუკუნის ნაგებობა 1200 ჰექტარზე მდებარეობს, აქვს 35 ოთახი, საბანკეტო დარბაზი, აუზი და ორი სპორტული დარბაზი, ასევე სახლის კინოთეატრი, ვიდეო თამაშების ოთახი, ველოსიპედის ბილიკები და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე. განქორწინების შემდეგ, ხანგრძლივი დავის მიუხედავად, ვილა ანჯელინას დარჩა.
ძვირადღირებული სახლის მფლობელია ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზიც. 59 მილიონად შეფასებული კრუზის სახლი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს, სადაც არა მხოლოდ ძვირფასი ავეჯი თუ მდიდრული ნივთები, არამედ ჩოგბურთის, კალათბურთისა და ჰოკეის მოდენებიცაა განთავსებული.

55 მილიონ დოლარად შეფასებული იუპიტერის კუნძულზე მდებარე ვილა გოლფის მსოფლიოში უმდიდრეს მოთამაშეს, ტაიგერ ვუდსს ეკუთვნის. ტაიგერმა ქონება 2006 წელს შეიძინა და მის რემონტზე 15 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ვილა 12 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორიასა და 900 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობს აერთიანებს.

ძვირადღირებული სახლების მფლობელთა რეიტინგში ხვდება ასევე ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დიჯენერესი, რომელმაც 2013 წელს კალიფორნიის ქალაქ მონტეციტოში 45 მილიონ დოლარად მე-17 საუკუნის ვილა შეიძინა. მწვანე ბაღებით გარშემორტყმული და იტალიური ელფერის მატარებელი ვილა ექვსი საძინებლის, რვა სველი წერტილის, მრავალი ბიბლიოთეკის, ორი აუზის, ცხრა ბუხრისა და ჩოგბურთის კორტისგან შედგება. ამ ყველაფერთან ერთად, ელენის სამეზობლოში ისეთ სახეებსაც აღმოაჩენთ, როგორებიც არიან: პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და ოპრა უინფრი.