მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია, რა ეღირება The Killers-ის კონცერტის ბილეთები

644541d39eae4
თამთა ჯიჯავაძე
23.04.23 18:31
2307
უკვე ცნობილია, თუ რა ეღირება The Killers-ის კონცერტის ბილეთები. როგორც "ბლექ სი არენა" იტყობინება, ფასები 100 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 24 აპრილს, 12:00 საათზე, ვებგვერდზე BSA.ge დაიწყება. 

ცნობისთვის, The Killers-ის კონცერტი 15 აგვისტოს "ბლექ სი არენაზეა" დაგეგმილი.

წელს, ჯამში "ბლექ სი არენას" ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.