კომპანია Coca-Cola-ს განცხადებით, ის და მისი ორი ავტორიზებული ჩამომსხმელი კომპანია - Coca-Cola Beverages South Africa და Coca-Cola Peninsula Beverages - გაფართოებული საწარმოო სიმძლავრის მხარდასაჭერად, 2030 წლამდე სამხრეთ აფრიკაში 17.6 მილიარდი რანდის (1.05 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავენ - წერს Reuters.
ამის შესახებ განცხადება Coca-Cola Company-ის აფრიკის ოპერაციული ერთეულის პრეზიდენტმა, ლუის ფელიპე აველარმა იოჰანესბურგში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე გააკეთა. სწორედ ამ კონფერენციაზე პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 2 ტრილიონი რანდის ღირებულების ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიზანი გაასჯაროვა.
"ინვესტიცია მხარს დაუჭერს საწარმოო სიმძლავრის გაფართოებას, გააძლიერებს დისტრიბუციას და დააჩქარებს ინოვაციებს ‘კოკა-კოლას სისტემის’ (Coca-Cola system) ღირებულებათა ჯაჭვის (value chain) მასშტაბით", - ნათქვამია Coca-Cola Africa-ს განცხადებაში.




























