"კოკა-კოლას" ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, Factory TBilisi-ში Schweppes-ის ღონისძიება გაიმართა, სადაც Schweppes-ის მარათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" , Schweppes-ის მარათონი, 10 ივლისს წამოიწყო, რომლის წესებითაც გამარჯვებული ის 5 ობიექტი უნდა გამხდარიყო, რომლებიც Schweppes-ის სამი ახალი პრემიუმ შეფუთვის ჯანჯაფილის, მოჰიტოსა და ტონიკის არომატებში, გაყიდვების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებენ და ასევე, ობიექტები, რომლებმაც ვიდეო სერიებში ყველაზე განსხვავებული, ვიზუალურად ეფექტური და გემრიელი კოქტეილები მოამზადეს Schweppes-ის გამოყენებით.
მარათონის მიმდინარეობის პროცესში მარკეტინგის წარმომადგენლები სტუმრობდნენ ლიდერბორდში წარმოდგენილ ობიექტებს და Schweppes-ით მომზადებულ, უგემრიელეს კოქტეილებს აგემოვნებდნენ, რისი ნახვაც შესაძლებელია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გვერდზე, სადაც ხუთ ეპიზოდად არის წარმოდგენილი ვიდეო სერია.
მარათონში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ჰორეკა სექტორის ყველა წარმომადგენელს შეეძლო. გამარჯვებული ობიექტებისთვის 25 ათასი ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი დაწესდა და ასევე, "Georgian palace hotel & spa Kobuleti"-ში დასვენება.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობებსა და წამახალისებელ ღონისძიებებს ინდუსტრის განსავიტარებლად.