მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Coca-Cola Costa Coffee-ს გაყიდვის გარიგების გადასარჩენად გადამწყვეტ მოლაპარაკებებს მართავს" - უცხოური მედია

costa coca-cola

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, Coca-Cola-ს მიერ Costa Coffee-ს გაყიდვის გეგმა ჩაშლის საფრთხის წინაშეა. ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ გარიგების გადასარჩენად კომპანია კერძო საინვესტიციო ფონდ TDR Capital-თან ამ უქმეებზე "ბოლო მცდელობის" მოლაპარაკებებს მართავს.

სტატიის თანახმად, TDR კვირის დასაწყისში Coca-Cola-მ სასურველ მყიდველად შეარჩია, თუმცა მოლაპარაკებები ფასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო შეფერხდა. გარიგების მიხედვით, არაალკოჰოლური სასმელების გიგანტმა ბრიტანულ ყავის ქსელში მცირე წილი უნდა შეინარჩუნოს.

სააგენტო Reuters-მა ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო. TDR-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, კითხვებზე ჯერ არ უპასუხია არც Coca-Cola-ს.

აგვისტოში Reuters-ის წყარო იტყობინებოდა, რომ Coca-Cola საინვესტიციო ბანკ Lazard-თან ერთად Costa-სთან დაკავშირებულ ვარიანტებს, მათ შორის პოტენციურ გაყიდვას განიხილავდა.

ცნობისთვის, 2018 წელს ბრიტანულმა Whitbread Plc-მა Costa კომპანია Coca-Cola-ს 5.1 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები