"კოკა-კოლამ", რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელია, ახალი აღმასრულებელი დირექტორის ვინაობა დაასახელა. თანამდებობაზე ენრიკე ბრაუნი დაინიშნება, რომელიც კომპანიის დიდი ხნის თანამშრომელი და ინსაიდერია. იგი ჯეიმს ქუინსის შეცვლის.

ვინ არის ენრიკე ბრაუნი?
როგორც ქუინსი, ისე ბრაუნი "კოკა-კოლას" 1996 წელს შეუერთდნენ და მას შემდეგ არაერთ ლიდერის პოზიციას იკავებდნენ.
57 წლის ბრაუნი სასმელების გიგანტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 31 მარტს ოფიციალურად დაიკავებს. ამავე დროს, 60 წლის ქუინსი კომპანიის აღმასრულებელ თავმჯდომარედ გადაინაცვლებს.
ბრაუნი 2025 წლის იანვარში დაინიშნა "კოკა-კოლას" მთავარ საოპერაციო დირექტორად. ბრაუნმა Coca‑Cola-ში მუშაობა 30 წლის წინ ატლანტაში დაიწყო და თანდათანობით იკავებდა მზარდი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში. ეს პოზიციები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მიწოდების ჯაჭვი, ახალი ბიზნესის განვითარება, მარკეტინგი, ინოვაციები, გენერალური მენეჯმენტი და ჩამოსხმის ოპერაციები. ბრაუნი მუშაობდა რეგიონულ, ბიზნეს ერთეულისა და კორპორაციულ დეპარტამენტებში.
2022-დან 2024 წლამდე ის იყო საერთაშორისო განვითარების პრეზიდენტი. აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 2024 წელს.
ბრაუნი 2020-დან 2022 წლამდე ლათინური ამერიკის საოპერაციო ერთეულის პრეზიდენტი იყო, ხოლო 2016-დან 2020 წლამდე – ბრაზილიის ბიზნეს ერთეულის პრეზიდენტი. 2013-დან 2016 წლამდე ის კომპანიის პრეზიდენტი იყო ჩინეთისა და სამხრეთ კორეის რეგიონში.
ბრაუნს აქვს ბაკალავრის ხარისხი სასოფლო-სამეურნეო ინჟინერიაში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტში მიიღო, მაგისტრის ხარისხი დაიცვა მეცნიერებებში მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბრაუნი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც დაიბადა კალიფორნიაში და გაიზარდა ბრაზილიაში.
ცვლილებები ხდება იმ დროს, როდესაც "კოკა-კოლა" აშშ-ში შეფუთული საკვების უფრო მკაცრ მარეგულირებელ გარემოს ებრძვის და ასევე ცდილობს, ქვეყანაში თავისი სავაჭრო ნიშნის მქონე სოდას ლერწმის შაქრის ვერსია შუშის ბოთლებში დააბრუნოს.
ოქტომბერში აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ პრობლემურ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა ბაზარზე ბრენდის "კოკას" გაყიდვებს ამცირებდა, ხოლო ადგილობრივ პროდუქტებზე გადასვლა ინდოეთსა და ჩინეთში მოთხოვნაზე ახდენდა გავლენას.




























