მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს ახალი დიზაინი - საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრები Coca-Cola-ს ბოთლზე

6458e3f4d05b1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.23 16:07
5403
UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ Coca-Cola-ს ახალი შეფუთვით წარმოება დაიწყო.

კომპანიაში ამბობენ, რომ Coca-Cola-ს ბოთლზე 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განთავსდება.

ახალი ეტიკეტით Coca-Cola-ს პირველი პარტიის წარმოება დღეს დაიწყო და მასზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. Coca-Cola-ს ახალი ბოთლები ხვიჩა კვარაცხელიას ეტიკეტით დახლებზე ხვალიდან გამოჩნდება.

ხვალიდან ეტიკეტებზე გიორგი მამარდაშვილის, ზეგიდან კი ზურიკო დავითაშვილის გამოსახულებიანი შეფუთვები დამზადდება. სულ მალე Coca-Cola-ს ბოთლებზე ნაკრების ოცდაორივე ფეხბურთელის ფოტო იქნება გამოსახული.

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან - 8 ივლისი ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები