მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola და SSC Napoli ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე შეთანხმდნენ - იტალიური მედია

648971fbaf436
BM.GE
14.06.23 11:51
4338
ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, Coca-Cola და SSC Napoli ადასტურებენ შეთანხმებას ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული გამოშვების, 500 მლ ბოთლები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე და არის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილი, რომელიც გაიმართება წელს საქართველოსა და რუმინეთში.

ეს არის კლუბის SSC Napoli-ის და კომპანია Coca-Cola-ს პარტნიორობის და მეგობრობის შემდგომი (რიგით მეორე) დადასტურება, რომელიც გასული წლიდან კლუბ SSC Napoli-ს გლობალური პარტნიორია.

თანამშრომლობა, სპორტისადმი ღირებულებებისა და სიყვარულის გაზიარება, რომელსაც კოკა-კოლა ყოველთვის უჭერდა მხარს, მთავარ საფეხბურთო მოვლენებთან სიახლოვის ხანგრძლივი ისტორიით, მიზნად ისახავს ხალხის გაერთიანებას და დადებითი ემოციების გაზიარებას ცხოვრების ყველა მომენტში!


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები