მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს მიაღწია

buffet

უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია, რითაც პირველი ამერიკული კომპანია გახდა (არატექნოლოგიურ სექტორში) რომელმაც ამ შედგეს მიაღწია.

2024 წელს კომპანიის აქციებზე ფასები 28%-ით გაიზარდა. Berkshire-მა ტრილიონ დოლარიან კაპიტალიზაციას მისი მფლობელის, უორენ ბაფეტის 94-ე დაბადების დღემდე ორი დღით ადრე მიაღწია.

"ეს შედეგი ჩვენი კომპანიის ფინანსური სტაბილურობის დადასტურებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროში, როდესაც Berkshire სულ რამდენიმე არსებული კონგლომერატიდან ერთ-ერთს წარმოადგენს", - განაცხადა კასი სეიფერტმა, კომპანიის ანალიტიკოსმა.

Berkshire ტრილიონიანი კაპიტალიზაციით იმ კლუბს შეუერთდა, რომლის წევრებიც Apple, Nvidia, Microsoft, Alphabet, Amazon და Meta არიან, თუმცა Berkshire ერთადერთია, რომელიც ძველ ეკონომიკიდან მოდის.

კომპანიის პორტფელი მრავალფეროვანია და ჰოლდინგში სარკინიგზო (BNSF Railway), სადაზღვევო (Geico Insurance) და სასურსათო (Dairy Queen) კომპანიებსაც აერთიანებს.

უორენ ბაფეტმა, კომპანიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, Berkshire-ის მართვა 1960-იან წლებში, ტექსტილის ბიზნესში წარუმატებელი ოპერირების შემდეგ დაიწყო და კომპანია ერთ-ერთ ყველაზე მზარდ, ყველაზე ძვირად ღირებულ იმპერიად აქცია, რომელიც 100-მდე დასახელების მსხვილ კომპანიას, მათ შორის Apple-ს, Coca-Cola-ს, მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები