უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ მესამე კვარტალში ტექნოლოგიურ კომპანია Bending Spoons-ში $689 მილიონის ინვესტიცია ჩადო, სამშენებლო კომპანია Lennar-ის წილი კი თითქმის გააორმაგა და ის $2.1 მილიარდამდე გაზარდა. ამასთან, კომპანიამ დამატებითი აქციები შეიძინა Delta Air Lines-ში და სავაჭრო ქსელ Macy's-შიც.
როგორც ოფიციალური ანგარიშგებიდან ირკვევა, პერიოდის ბოლოს კონგლომერატის საერთო საინვესტიციო პორტფელმა $304 მილიარდი შეადგინა.
ახალი შესყიდვების პარალელურად, Berkshire Hathaway-მ რამდენიმე მსხვილ კომპანიაში წილი შეამცირა, თუმცა პორტფელიდან სრულად არცერთი არ ამოუღია. კერძოდ, Berkshire-ის პორტფელში საბანკო გიგანტის, Bank of America-ს აქციების რაოდენობა 5.7%-ით შემცირდა და $24.8 მილიარდს გაუტოლდა, ყველაზე მკვეთრად კი Capital One-ის წილი შემცირდა, 60%-ზე მეტით.
საინვესტიციო კონგლომერატის მთავარ აქტივად კვლავ Apple რჩება, რომლის წილიც $76 მილიარდად ფასდება და მთლიანი პორტფელის მეოთხედს იკავებს.
ჯამში, Berkshire Hathaway-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.24 ტრილიონს შეადგენს და ის საინვესტიციო კომპანიების რეიტინგში #1 ადგილს იკავებს.
























