იტალიური ტექნოლოგიური კომპანიის, Bending Spoons-ის აქციების ფასი 41%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განაცხადით ცნობილი გახდა, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კომპანიაში $330 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ირკვევა, ახალი შეთანხმების ფარგლებში, Bending Spoons-ი Berkshire Hathaway-სთვის 10 მილიონ აქციას გამოუშვებს, სადაც ერთი აქციის ფასი $33-ით განისაზღვრა. ა
ღნიშნული გარიგებით Berkshire-ის წილი იტალიურ კომპანიაში 4%-მდე გაიზარდა.
საყურადღებოა, რომ Bending Spoons-ში განხორციელებული ახალი ინვესტიცია Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ აბელის პირად გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც აღნიშნული პოსტი წლის დასაწყისში, ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტისგან გადაიბარა.
ცნობისთვის, Bending Spoons-ის კაპიტალიზაცია $35 მილიარდს შეადგენს, ხოლო Berkshire-ის კაპიტალიზაცია $1.1 ტრილიონია.
























