მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-ს მოგება და შემოსავლები გაიზარდა

coca-cola

ამერიკული The Coca-Cola Company-ს მოგება და შემოსავლები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიზარდა. როგორც ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, გლობალურმა კონგლომერატმა 11 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც თითქმის $300 მილიონით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

აგრეთვე, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ის 3 მილიარდ 180 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შედეგთან შედარებით $70 მილიონით მეტია.

კომპანიის ხელმძღვანელობის პროგნოზით, წელს Coca-Cola-ს შემოსავლები საშუალოდ 9%-ით გაიზრდება, რაც 132-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიისთვის შესანიშნავი შედეგი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟაზე Coca-Cola-ს ე.წ. „დივიდენდ არისტოკრატად“ მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანია ინვესტორებზე დივიდენდებს უკვე ათწლეულებია სტაბილურად გასცემს.

ამჟამად Coca-Cola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 267 მილიარდ დოლარს აღწევს და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში ის უპირობო ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები