გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ ამერიკულ გიგანტს, Coca-Cola-ს პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს. როგორც მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ 11 მილიარდ 910 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნაცვლად პროგნოზირებული $11.4 მილიარდისა, რაც 8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
რაც შეეხება ინვესტორებზე განაწილებულ მოგებას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა III კვარტალში 3.09 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 260 მილიონი დოლარით მეტია.
ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება მსოფლიოს მასშტაბით Coca-Cola-ს მიერ წარმოებულ სასმელებზე მოთხოვნის ზრდასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა უშაქრო ხაზთან, Zero-სთან მიმართებით ფიქსირდება, რაც ზოგადი გლობალური ტენდენციის ამსახველია.
ცხადია, დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და ერთ დღეში Coca-Cola-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 241 მილიარდ დოლარს შეადგენს და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.