მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola სასმელს ქაღალდის ბოთლებში ჩამოასხამს

BM.GE
16.02.21 09:35
478
ზაფხულიდან კომპანია Coca-Cola დაიწყებს ქაღალდის ბოთლებში სასმელის ჩამოსხმას. ექსპერიმენტი ჩატარდება სტარტეგია „მსოფლიო ნარჩენების გარეშე“ ფარგლებში. პირველი ქვეყანა, სადაც „შეფუთვის ინოვაციურ ფორმატს“ წარმოადგენენ, გახდება უნგრეთი. ქაღალდის ბოთლებში ჩამოისხმევა სასმელი Adez. სერია იქნება შეზღუდული - სულ 2 ათასი 250 მილილიტრიანი ბოთლით. Coca-Cola-მ გასულ წელს ბრიუსელში წარმოადგინა ქაღალდის ბოთლები. უნგრეთში დაგეგმილი ტესტირების ფარგლებში, კომპანია განსაზღვრავს, რამდენად გაუმკლავდება ასეთი შეფუთვა მასზე დაკისრებულ ფუნქციას და როგორი რეაქცია ექნება მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები