Coca-Cola Zero Sugar-ი მომხმარებლის წინაშე მალე ახალი რეცეპტით და იმიჯით წარსდგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მსოფლიოში ცნობილი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის განცხადებით, Coca-Cola Zero Sugar-ის გემო ჩვეულებრივი კოკა-კოლას გემოს უფრო დაუახლოვდება და სწორედ ამ მიზნით მიიღო კომპანიამ გადაწყვეტილება, რომ რეცეპტში ცვლილებები შეეტანა.
ამასთან, კომპანია ვარაუდობს, რომ ცვლილებების შედეგად Coca-Cola Zero Sugar-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„მიუხედავად იმისა, რომ Coca-Cola Zero Sugar-ი უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს, ის გაყიდვებით მაინც ჩამორჩება ჩვეულებრივ Coca-Cola-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი მაინც კლასიკურ "კოკა-კოლაზე" აკეთებს არჩევანს. მომხმარებელზე დაკვირვებით კი მივიღეთ გადაწყვეტილება, დავნერგოთ სიახლეები“, - განაცხადა ჯეიმს ქუინსიმ, Coca-Cola-ს ბრენდ მენეჯერმა.
გამოცემა წერს, რომ შეიცვლება Coca-Cola Zero Sugar-ის შეფუთვაც ანუ წითელი და შავი შეფუთვის ნაცვლად ქილაზე წითელი ფერი გახდება დომინანტი.
განახლებული Coca-Cola Zero Sugar-ი მიმდინარე თვიდან აშშ-ის ბაზრებზე გამოჩნდება, ხოლო სექტემბრიდან - კანდაში.