მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Colliers Georgia:"იანვარში ბათუმში გაყიდვები 25,3%-ით, საშუალო ფასი კი ახალაშენებულ ბინებში 15.9%-ით გაიზარდა"

ბათუმი

2026 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 25.3%-ით გაიზარდა და 1,293 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 36.3%-ით 77 მილიონ აშშ დოლარამდე მატებას აფიქსირებს.

„კოლიერს ჯორჯიას“ მონაცემების მიხედვით, ზღვისპირეთში 2026 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,316 აშშ დოლარს გაუტოლდა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

საანგარიშო პერიოდში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 27.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი იგივე დარჩა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად 55.6%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია რამდენიმე პროექტში ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი მხოლოდ 3.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მეორეულ ბაზარზე ქართველი მყიდველების რაოდენობამ იკლო და უცხოელი მყიდველების რაოდენობას ჩამორჩა.

ინფორმაციისთვის, გასული წელი ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისთვის რეკორდული იყო. ამავე Colliers Georgia-ას მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა და 17 ათასს გადააჭარბა. 34%-ით გაიზარდა ბაზრის ზომა და მან პირველად 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

მოთხოვნის გაძლიერებამ დააჩქარა ფასების ზრდა როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,497, ხოლო ძველ პროექტებში $1,196 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები