მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის „ალტ ინფო“ დაასანქცირა

სს
08.08.24 18:46
260

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ წერილობით გააფრთხილა.

ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებელმა ეთერში ვიდეორგოლი განათავსა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება.

ComCom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ალტ ინფოს“, ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად. ისინი და სხვა კონსერვატიული ძალები ერთიანი სიით და ერთიანი ალიანსით შევლენ პოლიტიკურ ბრძოლაში და დადებენ შედეგს. ასევე, ის გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას ემსახურება.

ზემოთ აღნიშნული ვიდეორგოლი კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რომლის განთავსებაც მაუწყებელს შეზღუდული აქვს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა. შესაბამისად, ComCom-მა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების დარღვევისთვის, მაუწყებლის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები