მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COSMO: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კომუნიკაციაში ძალიან გვეხმარება

COSMO

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი COSMO-ს თანადამფუძნებელი, სოფო მუხულიშვილი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ქართული წარმოების გამოწვევებსა და სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე საუბრობს. მისი თქმით, ბიზნესის განვითარებისათვის სახელმწიფოს ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, ოპერირების პროცესში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარან, თუმცა ამ დროისათვის მთავარი გამოწვევა ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების მოძიებაა.

„მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მუდმივად უნდა ვიყოთ სიახლეების ძიებაში. ახალი პარტნიორები და კონტაქტები არის მნიშვნელოვანი, რომელსაც შესაბამისი განათლება სჭირდება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა კურსები მეწარმეებისთვის შესაბამის განათლებას იძლევა, რომელიც ბიზნესის წარმოებისას დაგვეხმარება, ასევე ჩვენვე შეგვიძლია ამ ინფორმაციების მოძიება. მენეჯერთან გადამზადების კურსი გავიარეთ, რომელიც ბიზნესს ექსპორტის მიმართულებით განვითარებაში ეხმარება. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ ყველა დოკუმენტის მომზადება გვესწავლა, გაგვეცნო შესაბამისი ადამიანები ვინც ყველაფერში დაგვეხმარებოდნენ.ბაზარზე ძალიან დიდ კონკურენციაში ვართ და ამ კონკურენციაში საჭიროა სიახლეების შეთავაზება.

ყველაზე მსხვილი პარტნიორი, რომელიც ახლა გვყავს და რომელიც გასულ წელს შევიძინეთ, არის დანიიდან. ამ ბაზარზე ჩანთები და აქსესუარები უდიდესი რაოდენობით გაგვაქვს. მათი სტანდარტები რომ დაგვეკმაყოფილებინა, 6 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ჩვენი კომპანია სხვადასხვა ჩანთებზე. სხვადასხვა ჩანთებს ვტესტავდით, რის შემდეგაც მათი მხრიდან ხარისხთან დაკავშირებით გვქონდა სხვადასხვა მოთხოვნები და საბოლოოდ დავაკმაყოფილეთ მათი სტანდარტები.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კომუნიკაციაში ძალიან გვეხმარება. გამოფენებზე როდესაც დავდივართ, განსაკუთრებულად ბევრ სირთულეს ვაწყდებით. საერთაშორისო „ბაიერებთან“ კომუნიკაციისას აღმოვაჩინეთ, რომ მათ არ ჰქონდათ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია, რაც ვფიქრობთ, რომ გამოწვევაა. ამაზე ბევრმა ქართველმა კომპანიამ უნდა იმუშაოს და ამ შეთანხმების სარგებელზე უნდა ვესაუბროთ. ევროპის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტაბილურობაა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, მით უფრო ქართული ბიზნესისთვის,“- აცხადებს მუხულიშვილი.

მისივე ცნობით, გამოფენებში აქტიური მონაწილეობის მიღება 3 წლის წინ დაიწყეს და დღეის მდგომარეობით, საქართველოში 8 ფილიალით, ხოლო ევროკავშირის 7 ქვეყანაში გადიან. ამასთან აქტიურად არიან წარმოდგენილი არაევროკავშირის ქვეყნებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები