მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის გამოსავლენი ტესტი 99%-იანი სიზუსტით მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი

5ea97b6821a18
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.20 19:10
6443
COVID-19-ის გამოსავლენმა ანტისხეულების  ახალმა ტესტმა, რომელიც 99 პროცენტიანი სიზუსტით გამოირჩევა, სერტიფიცრების ეტაპი წარმატებით გაიარა და მისი გამოყენება უკვე დაშვებულია ევროპაში. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიტანული კომპანია Abbot-ის მიერ შემუშავებული ახალი ანტისხეულების მილიონობით ტესტების მიწოდება ევროპაში მაისის ბოლოდან დაიწყება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტესტებს მიენიჭა CE Mark სერტიფიკატი, რომელიც აჩვენებს, რომ იგი შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების ნორმებს.

ტესტირებებმა აჩვენა, რომ ტესტების მგრძნობელობა 99 პროცენტზე მეტია და ახალი ანტისხეულების ტესტი კორნავირუსის გამოველნას ახდენს ორგანიზმში IgG ცილის განსაზღვრით, რომელსაც ორგნიზმი დაიფიცირების შემდეგ გამოიმუშავებს. აღნიშნული ცილა ორგანიზმში შესაძლებელია რამოდენიმე თვე და წელიც კი დარჩეს.

აღნიშნულ ტესტს ასევე შეუძლია გამოავლენს კორონავირუსის შესაბამის სიმპტომები ინფიცირებიდან 14 დღის შემდეგ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი ანტისხეულების ტესტების გამოჩენა ძალიან მნიშნველოვანია როგორც ინფირებულთათვის ასევე იმ გამოჯანმრთელებული პირებისათვის, რომლებიც სამსახურში დაბრუნებას აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები