ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება.
მისი თქმით, პროცესში მონაწილეობა "E5 + EU" ფორმატით წარიმართება და ევროპა უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას უზრუნველყოფს.
როგორც ირკვევა, ევროპულ მომლაპარაკებელთა ჯგუფში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო შევლენ. ეს ხუთი ქვეყანა "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში "E5"-ის სახელით იქნება ცნობილი და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე იმუშავებს.
























