ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, covid-19-ის მართვის ბიუჯეტი 236 მლნ 440 ათას ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მკურნალობის, ისე ტესტირების ხარჯს, ასევე, კლინიკების აღჭურვის და სხვა მომსახურეობების ხარჯებს.
„თითოელ პაციენტს რაც შეეხება, მსუბუქ პაციენტზე დანახარჯი შეადგენს - 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტზე დანახარჯი აღემატება 3000 ლარს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საწოლფონდებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის უწყება არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, თუმცა უწყებამ რაციონალურად გადაანაწილა ხარჯვითი ნაწილი, რომ გამოყოფილი ბიუჯეტი რეალურ საჭიროებებზე დახარჯულიყო.
ცნობისთვის: პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.




























